Friday, April 21, 2017

ინტელის პროექტი

ჩემი ქალაქი-ცხოვრება ყავარჯნების გარეშე
      პროექტი გრძელდებოდა ცხრა დღის განმავლობაში.პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.პროექტის მიმდინარეობისას გავეცანით ცხრა მოდულს-პროექტით სწავლებას,სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას,სასწავლო ნიმუშების შექმნას,მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. განვიხილეთ თითოეული მოდულის აქტივობები ნაბიჯ-ნაბიჯ.
       დარწმუნებული ვარ მიღებული ცოდნა უფრო საინტერესოს და ეფექტურს გახდის სასწავლო პროცესს ,გაზრდის მოსწავლეებში მოტივაციასა და სწავლების ხარისხს.
       უღრმესი მადლობა  ჩვენს ტრენერს ბ-ბ ა.ცნობილაძეს პროექტის საინტერესოდ წარმართვისათვის.
     
    

Saturday, April 8, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო .ვისწავლეთ პრეზენტაციის გაზიარება და ჩაშენება  ბლოგზე,გავეცანით ერთმანეთის მოსწავლის ნაშრომებს და დავდევით კომენტარები.დავათვალიერეთ შეფასების რუბრიკები,ავირჩიეთ და მოვარგეთ ჩვენს პროექტს.

Sunday, March 26, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც საკმაოდ ნეყოფიერად წარიმართა.
გავეცანით  შეფასების სხვადასხვა მეთოდებსა და განვიხილეთ ისინი,მოვახდინეთ შეფასების განსაზღვრა  მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშს .

Saturday, March 25, 2017

               მესამე დღის რეფლექსია.
საინტერესო დღე იყო,ვისწავლეთ პროექტის სასწავლო მიზნების შემუშავება.გავარჩიეთ მეორე მოდულის პირველი და მეორე აქტივობები.მიმართულების მიმცემი კითხვები რომელიც უშუალოდ ეხება ჩემს პროექტს, გავეცანით  ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ სიტყვებს.



Sunday, March 19, 2017

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე საკმაოდ  საინტერესო  და ნაყოფიერი გამოდგა.შევისწავლეთ ბუკლეტების შექმნის წესი, როგორ გაუწიოთ რეკლამა ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტს,სურათების გადმოწერა ,ბუკლეტებზე დადება,